×

ღვინო ატენური და უნიკალური ტერუარი

ჩვენი მარანი უძველესი მეღვინეობის უნიკალურ ზონაში - დიდი ატენში მდებარეობს, მის უნიკალურ ტერუარს განსაზღვრავს განუმეორებელი კულტურული ლანდშაფტი, მემკვიდრეობის უძველესი ძეგლები, კლდოვანი მთაგრეხილები მისი გეოლოგიური და მინერალური მახასიათებლებით, მცხუნვარე კლდეები და მდინარე ტანას შხეფები თუ კლდიდან ნაჟური წყაროები, რომლითაც უძველესი ხანიდან ირწყვებოდა ხეხილი და უძველესი ტერასები. ძირითადად სწორედ ძველ ტერასბზეა გაშენებული ჩვენი ვენახი, ტრადიციული ჯიშებით - ჩინური, თავკვერი, ბუდეშური და ატენური საფერავი. უნდა ითქვას, რომ ვენახები მოცულია მსხმოიარე ხეხილის ბაღებით, რაც მოწეული ყურძნენსა და აქაურ ღვინოს დამატებით მდიდარ გემოსა და მრავალფეროვნებას სძენს...
ტერუარის უნიკალობისთვის არსებითია, ასევე, აქაური გმოცდილება -ღვინის დამზადების ტრადიციული, აქ არსებული „ატენური“ წესი - ჭაჭის ოდენობა, ყინულით ჭურჭლის გაციება და სხვა.
ღვინო ,,ატენი (,,ატენური) ხასიათდება ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ენერგიული თამაშით.

577270032
atenuriwine@gmail.com
გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. დიდი ატენი, 1402.

577270032

atenuriwine@gmail.com

გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. დიდი ატენი, 1402.